დასაქმების სააგენტო საქართველოში 20+ წლიანი გამოცდილებით
info@hh.ge · 00995322193333
HH Recruitment ვაკანსია

კონსტრუქტორი

გამოქვეყნდა: 02 ნოე ვადა: 11 ნოე

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის (სტრუქტურული ინჟინერი) პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის სამშენებლო ინდუსტრიაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კონსტრუქციული პროექტის მომზადება მოქმედი სტანდარტების საფუძველზე;
  • საჭირო კონსტრუქციული გამოთვლების შესრულება შესაბამის პროგრამებში;
  • დეტალური განმარტებითი ბარათის მომზადება პროექტირების პრინციპების აღწერით;
  • სამუშაო ნახაზების მომზადება კონსტრუქციული ელემენტებისთვის;
  • გრაფიკული ნაწილისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მასალათა სპეციფიკაციების მომზადება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია სხვა დისციპლინებთან;
  • ალტერნატიული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შემოთავაზება საჭიროების შემთხვევაში;
  • საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური საკითხების განხილვა;
  • ტენდენციების, რეგულაციებისა და მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისად მუშაობა;
  • ფორუმებში მონაწილეობა და გამოცდილების გაზიარება/მიღება;
  • კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება შესაბამისი ტრენინგებით;
  • პროექტის ადგილზე ვიზიტი და კონსტრუქციული სამუშაოების შეფასება საჭიროების შემთხვევაში;
  • პროექტის მენეჯერების მხარდაჭერა კონსტრუქციულ საკითხებზე;
  • მიღებული დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება: კალკულაციები, ნახაზები, სპეციფიკაციები;
  • ტესტირების პროცედურების განხილვა და დამტკიცება;
  • კომპანიის ხელმძღვანელების ან/და უშუალო ხელმძღვანელების მითითებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სამშენებლო / საინჟინრო მიმართულებით)
  • 3-5 წლიანი გამოცდილება კონსტრუქტორის / სტრუქტურული ინჟინერის პოზიციაზე (ინდუსტრია: სამშენებლო/დეველოპერული/საინჟინრო/საპროექტო/პროექტების მართვა)
  • აუცილებელი პროგრამები: AutoCAD, Lira, MS Office;
  • Revit-ის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
  • ინგლისური ენა საშუალოდ

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ რეზიუმე/CV აქ: recruitment13@hh.ge

დამატებითი დეტალები
სფეროსამშენებლო სტრუქტურული ინჟინერია, სამშენებლო სამუშაოები ინჟინერია სამშენებლო ინჟინერია
ინდუსტრიამშენებლობა მშენებლობა, სამოქალაქო საინჟინრო საქმე
დონესაშუალო რგოლი
განაკვეთისრული განაკვეთი
ფორმავადიანი კონტრაქტი
სამუშაო ფორმატიოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
გამოცდილება3-დან 5 წლამდე
აუცილებელი სფეროსამშენებლო სტრუქტურული ინჟინერია, სამშენებლო სამუშაოები ინჟინერია სამშენებლო ინჟინერია
განაცხადი: recruitment13@hh.ge