დასაქმების სააგენტო საქართველოში 20+ წლიანი გამოცდილებით
info@hh.ge · 00995322193333
HH Recruitment ვაკანსია

გენერალური მენეჯერი

გამოქვეყნდა: 04 აგვ ვადა: 12 აგვ

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თბილისიში ერთ-ერთი ქსელური კაფესთვის

სამუშაო აღწერილობა:

  • კაფეების ქსელის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია (8 ობიექტი);
  • ფილიალების ოპერაციული მაჩვენებლების კონტროლი და გაუმჯობესება;
  • გაყიდვების ზრდისა და ფინანსური მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, ფინანსური შედეგების ანალიზი და ხარჯების კონტროლი;
  • მომსახურების სტანდარტებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
  • ფილიალების მენეჯერების საქმიანობის მართვა, შეფასება და განვითარება;
  • თანამშრომელთა მოზიდვის, შერჩევისა და მოტივაციის პროცესებში მონაწილეობა;
  • მარაგების, შესყიდვებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობების კონტროლი;
  • მენიუს პერიოდული გადახედვა, განახლება და განვითარება ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
  • ახალი ბიზნესშესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებების იდენტიფიცირება;
  • მფლობელებისთვის/დირექციისთვის რეგულარული ანგარიშგების /რეპორტის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი.
  • უმაღლესი განათლება (საურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ეკონომიკისა ან მონათესავე სფეროში).
  • გაყიდვებისა და დისტრიბუციის პროცესების კარგი ცოდნა.
  • პრიორიტეტულია გამოცდილება საერთაშორისო სასტუმროს ბრენდის რესტორანის, ქსელური საკვები ობიექტის ან ყავის ბიზნესში.
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება შემდეგ პოზიციებზე: გენერალური მენეჯერი; ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ქსელის ხელმძღვანელი; ფილიალის დირექტორი.
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: recruitment13@hh.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი დეტალები
სფეროადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი, TOP მენეჯმენტი, ფილიალის მართვა, საოპერაციო მენეჯმენტი, დარბაზის მენეჯმენტი
ინდუსტრიადასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
დონეუფროსი რგოლი
განაკვეთისრული განაკვეთი
ფორმავადიანი კონტრაქტი
სამუშაო ფორმატიოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
გამოცდილება2-დან 3 წლამდე
აუცილებელი სფეროადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი, TOP მენეჯმენტი, ფილიალის მართვა, საოპერაციო მენეჯმენტი, დარბაზის მენეჯმენტი
განაცხადი: recruitment3@hh.ge