დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, სამედიცინო აპარატურის მსხვილი იმპორტიორი კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის დეტალური შესწავლა (advantages & disadvantages);
- პროდუქციის გაყიდვაზე მუშაობა: პოტენციური კონტაქტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება, კლიენტის საჭიროებების მიხედვით შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და შეხვედრების შედეგების რეპორტინგი;
- ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის ზედამხედველობა;
- მიწოდებული პროდუქციის შესახებ უკუკავშირის შეგროვება და კლიენტთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტებთან, მათ შორის საინჟინრო ჯგუფთან, თანამშრომლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების / ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე (სამედიცინო აპარატურის ან ტექნიკით ვაჭრობის მიმართულებით);
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- უმაღლესი განათლება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: recruitment13@hh.ge
დამატებითი დეტალები
განაცხადი: recruitment13@hh.ge