Recruitment agency in Georgia with 20+ years of experience
info@hh.ge · 00995322193333
HH Recruitment vacancy

მთავარი იურისტი

Published: 30 Oct Deadline: 09 Nov

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს FMCG ინდუსტრიის წარმოების სექტორში.

სამუშაო აღწერილობა:
სამართლებრივი უზრუნველყოფა და გუნდის მართვა:კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა;სამი იურისტის ხელმძღვანელობა: კომპლაენსის, კომერციული ხელშეკრულებებისა და სხვა კორპორატიული სახელშეკრულებო საკითხების მიმართულებებით.

ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები:იურიდიული გუნდის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;კომპანიის მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართვა და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

კონსულტირება და კორპორატიული მხარდაჭერა:
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის მენეჯმენტის სამართლებრივი მხარდაჭერა კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი აღსრულების კონტროლი;
  • კომპანიის მენეჯმენტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სტრატეგიებისა და ინიციატივების სამართლებრივი შედეგების შესახებ;

დავები და წარმომადგენლობა:
  • კომპანიის სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოებების მართვა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;

გარე კონსულტანტებთან კოორდინაცია:
  • საჭიროების შემთხვევაში, გარე იურიდიულ, საგადასახადო ან/და სხვა სახის კონსულტანტებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • არანაკლებ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიცია, სასურველია FMCG ინდუსტრიაში;
  • ინგლისურ და რუსულ ენებზე, იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომპანიის სასამართლო პროცესზე წარდგენის გამოცდილება;
  • სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
  • ინგლისური ენის მაღალ, ხოლო რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: n.saralidze@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი დეტალები
სფეროიურიდიული ადვოკატირება, კორპორატიული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, იურისპრუდენცია
ინდუსტრიასამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები წარმოება საკვების წარმოება
დონესაშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
განაკვეთისრული განაკვეთი
ფორმავადიანი კონტრაქტი
სამუშაო ფორმატიოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ბენეფიტებიჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება
გამოცდილება3-დან 5 წლამდე
განაცხადი: n.saralidze@hh.ge