Recruitment agency in Georgia with 20+ years of experience
info@hh.ge · 00995322193333
HH Recruitment vacancy

A producer of affairs

Published: 21 Sep Deadline: 29 Sep

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი საინჟინრო კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • MEP სისტემების (გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ელექტროობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია, ხანძარქრობა, ა.შ.) სამონტაჟო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და მართვა.
  • მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების გუნდების განაწილება ობიექტზე და მათთვის კონკრეტული დავალებების მიცემა.
  • სამუშაო გრაფიკების (დღიური, კვირეული, თვიური) შედგენა და მათი შესრულების მონიტორინგი.
  • საპროექტო დოკუმენტაციის, სამუშაო ნახაზებისა და სპეციფიკაციების დეტალური შესწავლა.
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება საპროექტო ნახაზებთან და სამშენებლო ნორმებთან (სნიპები, ISO და სხვა სტანდარტები).
  • ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის ორგანიზება.
  • საჭირო საინჟინრო მასალებისა და მოწყობილობების მოცულობების განსაზღვრა და დროული შეკვეთა.
  • ობიექტზე მიღებული მასალების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი, მათი სწორი დასაწყობების უზრუნველყოფა.
  • სამშენებლო ტექნიკისა და ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების კონტროლი.
  • MEP სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.
  • დასაქმებულებისთვის პერიოდული ინსტრუქტაჟის ჩატარება სპეციფიკურ საინჟინრო სამუშაოებზე (მაგ: სიმაღლეზე მუშაობა, ელექტროობა, შედუღება).
  • სამუშაოთა წარმოების ჟურნალის წარმოება.
  • ფარული სამუშაოების აქტების შედგენა და ხელმოწერა.
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშების (რეპორტების) მომზადება პროექტის მენეჯერისთვის ან მთავარი ინჟინრისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

  • 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საქმეთა მწარმოებლის / ზედამხედველის / საიტ მენეჯერის პოზიციაზე, საინჟინრო / სამშენებლო / დეველოპერულ კომპანიებში;
  • რთული საინჟინრო ნახაზებისა და სქემების კითხვის უნარი;
  • სასურველია AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება (საინჟნრო მიმართულებით)

დამატებითი დეტალები
სფეროინჟინერია სამშენებლო ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია
ინდუსტრიამშენებლობა მშენებლობა წარმოება მექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია
დონესაშუალო რგოლი
განაკვეთისრული განაკვეთი
ფორმავადიანი კონტრაქტი
სამუშაო ფორმატიოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
გამოცდილება2-დან 3 წლამდე
აუცილებელი სფეროინჟინერია სამშენებლო ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია